ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა

არჩევნებიდან შვიდი დღის შემდეგ ისევ უცნობია, კონკრეტულად რა გეგმით იმოქმედებს ოპოზიცია. 50 კარავი აქციისთვის უზრუნველყოფილია, სტრატეგიაზე მსჯელობაში კი დღეს ინფლუენსერები და სამოქალაქო აქტივისტებიც ჩაერთნენ. მათთან შეხვედრა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისში გაიმართა, თუმცა, უფრო დეტალურად, სამი ოპოზიციური გაერთიანება არჩევნების ხელახლა ჩატარების მიზნით რა სტრატეგიას ამზადებს, ამაზე არავის უსაუბრია. შეხვედრას არ დასწრებია გიორგი გახარიას პარტია, რომელიც, შესაძლოა, ორშაბათს აქციაზე მივიდეს, მაგრამ კარვებში არ შევიდეს. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება.