ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში და ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დანერგვას. საკანონმდებლო ინიციატივა პარტიებმა დღეს წარმოადგინეს. ავტორები ფიქრობენ, რომ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის დღეს მოქმედი სისტემა არაეფექტურია, რის გამოც ქვეყნიდან წასული მოქალაქეების დიდი ნაწილი ხმის უფლების გარეშე რჩება.