გიორგი ვაშაძის ინიციატივას – „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის” ჩამოყალიბების შესახებ, დღეს პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა. ის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებას მიესალმება და კოორდინაციის მომხრეა. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძეს ოპოზიციის გაერთიანების რესურსი არ გააჩნია. „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა ახალი ერთობის ჩამოყალიბება რამდენიმე დღის წინ დააანონსა.