ოპოზიციური პარტიების გეგმები

მოხდება თუ არა ოპოზიციური ერთობის ფორმირება. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ გარკვეულ პირობებზე საუბრობს. პარტია მზადაა, ერთიანი სიისა და ერთობის შემთხვევაში, პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს.

ოპოზიციის ნაწილი კი სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის ფაქტორის გამო, საერთო ოპოზიციური გაერთიანების შექმნისგან თავს იკავებს და დამოუკიდებელ გეგმებს აწყოს. თუმცა, ბლოკების აკრძალვისა და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც კი, ოპოზიციური ფლანგის ნაწილისთვის, ხელისუფლების შეცვლის გზა მაინც რამდენიმე ცენტრის ჩამოყალიბებაზე გადის.