„რესპუბლიკური პარტია“ არ არის იმ პარტიებს შორის, ვინც დღეს საჯაროდ უარი თქვა პარლამენტის მანდატზე. მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ რადგან მოლაპარაკებები გრძელდება, მანდატებზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი განცხადებებით, პარლამენტს ამ პროცესის დამთავრების შემდეგ მიმართავენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად, მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობენ.