დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია ასუსტებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს რუსეთს და მის საინფორმაციო ომის მიზანს. ამ შინაარსის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს რამდენიმე დეპუტატი. გვსურს, გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ რიგი წევრების, თუ მისგან „გადგომილების“ ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის მისამართით და მათ ღიად დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა. წერილში აღნიშნულია, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით.
ავტორების თქმით, ამერიკა-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აქვს და 30 წლის განმავლობაში კონკრეტული პრაქტიკული პროგრამების მეშვეობით 6 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. აღნიშნული დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულია ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად“. წერილს ხელს აწერენ თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური.