ოპოზიციის შეხვედრა მხარდამჭერებთან

გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია მეორე ტურის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

რამდენიმესაათიანი შიდა კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა სამოქმედო სტრატეგია და სამომავლო გეგმა მხარდამჭერებს ფილარმონიაში გააცნეს.

დაანონსდა საპროტესტო აქციის გამართვაც.

დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც.

უკვე დღეს ყოფილ პრეზიდენტს აღარ უხსენებია საყოველთაო დაუმორჩილებლობა, რომელზეც ის გუშინ საუბრობდა.