„რუსთავი 2“-ში, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების საქმეზე დაწყებული გამოძიება, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების უკან, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დგას. მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი, მედია-ბაზრიდან თავისუფალი სიტყვის გაქრობაა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საზოგადოება ხელისუფლებას პასუხს არჩევნების საშუალებით გასცემს.