პრეზიდენტის და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონის გაუქმებას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს მიმდინარე კვირაში შეიტანს. მანამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო პრეზიდენტის სარჩელი, თუმცა, ჯერ უცნობია როდის დაიწყება მისი განხილვა. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიესალმება სარჩელის შეტანას, თუმცა მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. სარჩელს არ უერთდება პარტია „გირჩი“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობა და მათთვის გაუგებარია, რა მიზანი უნდა ჰქონდეს აღნიშნულ სარჩელს. მმართველი გუნდი კი ამ პროცესებს უსაფუძვლოს უწოდებს.