ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

დაიწყო თუ არა ოპოზიციაში საარჩევნოდ ალიანსების ფორმირებაზე მოლაპარაკებები – „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, კონსულტაციები დაწყებული აქვთ, თუმცა ვინ შეიძლება იყოს მათ რიგებში, ამას არ აკონკრეტებენ.

წინასაარჩევნოდ გაერთიანებისა და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეას ოპოზიციური პარტიების ნაწილი იზიარებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ პარტიების დიდ ნაწილს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანების პერსპექტივა აქვს. მმართველი გუნდი კი ოპონენტების გაერთიანების შესაძლებლობას და საარჩევნო შანსებს სკეპტიკურად აფასებს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე არანაირი მრავალფეროვნება არ არსებობს.