ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს პარტია „გირჩი“.
ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხალხის დიდი ნაწილი საკმაოდ პასიურია იმისთვის, რომ ახალი არჩევნების აქტუალიზაცია მოხდეს. როგორც სანდრო რაქვიაშვილი განმარტავს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ისეთი გაუგებარი და აზრს მოკლებული აქციებით არიან დაკავებული, რომ ეს მოკლავს საპროტესტო მუხტს და გააძლიერებს „ქართული ოცნების“ მმართველობას. ამასთან, რაქვიაშვილი პარლამენტის ლეგიტიმაციისა და ოპოზიციის შესვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი კოლეგებისგან პარლამენტში შესვლის მოლოდინი აქვს.