ოპოზიცია ფოთში, ზღვის სანაპიროზე, რეკრეაციული ზონის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის ფაქტს აპროტესტებს და შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებას სთხოვს.
საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ მაია ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ სახეზეა კორუფციული გარიგება, რომლის უკანაც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ინტერესები დგას.
ჩხარტიშვილის მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტრო 10 807 კვ. მ მიწის ფართობის გადაცემას სწორედ იმ ფირმისთვის გეგმავს, რომელიც გუბერნატორის გარემოცვას ეკუთვნის და შესაძლოა იქ მისი ინტერესებიც იყოს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ფირმას მიწის გადაცემაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა, თუმცა არ გამორიცხავენ იმას, რომ ტერიტორია მომავალში შესაძლოა, აღნიშნულ ფირმას მაინც გადაეცეს.