შეხვედრა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში

20 ივნისიდან განვითარებული მოვლენების ანალიზი.

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა. „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, იყო მშვიდობიანი აქცია, რომლის გარკვეულ მონაკვეთზე აქციის მონაწილეთა კონკრეტული ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას, პოლიციას კი გაუჩნდა ვალდებულება დაეცვა საკუთარი თავი და პარლამენტიც, თუმცა დაცვისას სამართალდამცველების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

საუბარი ასევე შეეხო პროპორციულ საარჩევნო სისტემას და იგი შეფასდა, როგორც სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან.