დავით უსუფაშვილის განცხადება

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და გუშინდელი მოვლენები შეაფასა. მისი განცხადებით, ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობით“. უსუფაშვილის განმარტებით, გუშინ რაც პარლამენტში მოხდა, იყო არა პროტოკოლური, არამედ უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა.