ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის ნდობის ჯგუფში სუს-ის ხელმძღვანელს იბარებს - რა კითხვები აქვს ოპოზიციას ვახტანგ გომელაურთან
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს იბარებს. მათ კითხვები აქვთ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე, სუს-ის მიერ გასაჯაროებულ ახალ დეტალებსა და გავრცელებულ ვიდეომასალაზე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კი ფიქრობენ, რომ ვახტანგ გომელაური არა მხოლოდ ნდობის ჯგუფის, არამედ ყველა დეპუტატის წინაშე უნდა წარდგეს და კითხვებს უპასუხოს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობის განცხადებით, სუს-ს კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ აქვს და ნდობის ჯგუფის ფორმატში გომელაურმა ეს ერთხელ უკვე გააკეთა.