ოპოზიციის მოთხოვნა მეტრო "ვარკეთილში" მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით

მეტრო “ვარკეთილში” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს დღეებში საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას და კახა კალაძის მისვლას ითხოვს. ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით,  მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად “ქართულმა ოცნებამ” უნდა აიღოს.

“ნაციონალური მოძრაობა” სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელებისა და პასუხისმგებელი ადამიანების დასჯას ითხოვს.  საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო”  კი ფრაქციის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს და სატრანსპორტო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს იბარებს. სხდომაზე ფრაქციის წევრებს სურვილი აქვთ მერიის მაღალჩინოსნებმა მეტრო “ვარკეთილში” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხებს უპასუხონ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან თანამშრომლობის და შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.