„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში – შეფასებები

15:12, 16.01.2024

ჩინეთში მმართველი პარტიის ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა ჩინეთთან კარგია თუმცა, ამ შეხვედრებმა, შესაძლოა, მეგობარ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობები დააზიანოს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტები ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მსგავსი