ოპოზიციის მოთხოვნა და კონსულტაციები

ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე, ოპოზიცია ხელისუფლებას სამპუნქტიანი მოთხოვნით მიმართავს.

გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული პარტიები არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან ერთად ითხოვენ, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, შეიცვალოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და ამ პუნქტების შესრულების შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პირველ მოთხოვნას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სჭირდება, რაც თავის მხრივ ხანგრძლივ პროცედურებს ითვალისწინებს.

ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო სამოქმედო სტრატეგიაზე ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეთანხმდა. შეკრებას არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ დასწრებია.