გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია ულტიმატუმს დღის წესრიგიდან არ ხსნის.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ხელისუფლების ოპონენტების მთავარ მოთხოვნად რჩება. ჯერ უცნობია, რა გზას მიმართავენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები 16 დეკემბრის, ანუ მმართველი გუნდისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ. გროგოლ ვაშაძე სიურპრიზებს აანონსებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები კი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადახედვას არ გეგმავენ. პოლიტოლოგების ნაწილი ოპოზიციას მოთხოვნების შეცვლას და ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დიალოგის დაწყებას ურჩევს.