ოპოზიციის გეგმები საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით

პოლიტიკურ წრეებში ისევ განხილვის თემაა საარჩევნო ბარიერი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხმების საჭირო რაოდენობის მოპოვების პრობლემა არ ექნებათ, თუმცა, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ბარიერის დაწევა მნიშვნელოვანია. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ ცვლილებას არ განიხილავენ და 2024 წლის არჩევნებისთვის პარტიები სათანადოდ უნდა მოემზადონ.

ბოლოს გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საარჩევნო ბარიერს მიღმა რჩება. რა რესურსით აპირებენ არჩევნებში გამარჯვებას პოლიტიკური სუბიექტები, ამ დრომდე დეტალური სამოქმედო გეგმა ცნობილი არ არის.