ოპოზიციის და სააკაშვილის გეგმები

ხმაურიანი განცხადებების და ფართომასშტაბიანი აქციის დაანონსების მიუხედავად, ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებისა და ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გამო ოპოზიციის ნაწილის მიერ ორგანიზებული აქცია რამდენიმე საათში დასრულდა.

ლიდერებმა სამომავლო აქციებიც დააანონსეს, თუმცა რა გეგმით იხელმძღვანელებენ, ამ თემაზე ჯერჯერობთ არც ერთი მათგანი საუბრობს. კარგად ნაცნობი სცენარის კიდევ ერთხელ გათამაშებამ კი მმართველ პარტიას სუს-ის განცხადება გაახსენა, სადაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე იყო საუბარი. „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიცის ნაწილის ქმედებები სწორედ დესტაბილიზაციის გეგმას დაუკავშირეს. მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის განცხადება მოიყვანეს, რომელმაც საზოგადოებას გუშინ მუდმივი პროტესტისკენ და მმართველ გუნდს ხელისუფლების გადაბარების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.