ოპოზიციის ბრალდებებს საარჩევნო უბნების თავმჯდომარეები პასუხობენ. მათი განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ დღეს ხელისუფლება ამომრჩევლებზე ზეწოლაში დაადანაშაულა და „ქართული ოცნების“ და ქურდული მენტალიტეტის მქონე პირების ერთობლივ მოქმედებებზე ისაუბრა.