თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი კლავირის შექმნის აუცილებლობა განაპირობა ფაქტმა, რომ ვიქტორ დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტე“ მხოლოდ ხელნაწერი ნოტები არსებობს.
ახალ კლავირზე დირიჟორმა რევაზ ტაკიძემ იმუშავა, ვიქტორ დოლიძის ოპერას ის გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დირიჟორობს.