ნატო-ს სამიტი ბრიუსელში

ნატო-ს სამიტზე მსჯელობის ერთ-ერთი თემა საქართველო და უკრაინაა. ალიანსში ჩვენი ქვეყნის ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ტერიტორიულ მთლიანობასა და დეოკუპაციასთან ერთად, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაც განიხილება.

ქართველი დიპლომატის განმარტებით, საქართველოს პრემიერის „ბრიუსელის ფორუმში“ მონაწილეობა განსაკუთრებით მიშვნელოვანია. ფორუმს ესწრებიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტი და სხვა ქვეყნების პირველი პირები.