კიბერ-თაღლითობის გაზრდილი რისკები.
წინა სადღესასწაულო დღეებში ონლაინ ვაჭრობის დროს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მთავარი მოწოდებაა, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად გაუფრთხილდეს პირადი მონაცემებს და ონლაინ-ყიდვის დროს სანდო და არასანდო ბმულები ერთმანეთისგან გაარჩიოს. „გაფრთხილდი და გააფრთხილე“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციამ მოქალაქეების დასაცავად და მათთვის კონკრეტული რჩევების მისაცემად დაიწყო. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კიბერ-თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, ე.წ. ონლაინ-ფიშინგი სახელდება, რაც ყალბი ვებ-გვერდის ბმულის შემცველი შეტყობინების გაგზავნით მოქალაქის პირადი მონაცემების თაღლითური გზით დაუფლებას გულისხმობს.