სიახლე ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
დაფინანსების არსებულ ლიმიტში ცვლილებებია. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 25 000-ლარიანი პაკეტი, რომელიც მკურნალობასთან ერთად მედიკამენტებით უზრუნველყოფასაც მოიცავდა, მხოლოდ მკურნალობას მოხმარდება. წამლების დაფინანსებას კი ჯანდაცვის სამინისტრო ცალკე პროგრამით განაგრძობს, რაც ნიშნავს, რომ მედიკამენტების დაფინანსება საჭიროებების მიხედვით ულიმიტო იქნება. პრეპარატების საკმაოდ მაღალი ფასების გამო, წლების განმავლობაში პაციენტები სწორედ მედიკამენტებზე არსებული ლიმიტის მოხსნას ითხოვდნენ. გამოწვევები ისევ რჩება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახლა ზუსტი დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული, მათ შორის, გენეტიკური კვლევებია, რომელთა დაფინანსებას სახელმწიფო ჯერ არ უზრუნველყოფს.
თამუნა ნადარეიშვილი დაესწრო ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს.