„ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“

„ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“- ამ სახელწოდების თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა პარლამენტში. მოკვლევის მიზანი იმ პრობლემების გაანალიზება იყო, რაც ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს. ღონისძიებაზე სიტყვით ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდნენ. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ონკოპაციენტების დაფინანსება ბოლო 5 წელში გახუთმაგებულა და მსგავსი ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. ანგარიშში რამდენიმე მთავარ პრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორის პირველადი დიაგნოსტიკის დაუფინანსებლობა, ონკოპაციენტების მკურნალობისთვის არასაკმარისი ადამიანური რესურსი, პალიატიური მზრუნველობის ხელმიუწვდომლობა და სხვა. კვლევაში გაწერილია ის რეკომენდაციები, რომელიც აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვისაა აუცილებელი. თემატური მოკვლევა ჯანდაცვის კომიტეტმა გასული წლის სექტემბერში დაიწყო.