ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი აშენდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად არის ადაპტირებული. მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია საგამოფენო დარბაზები, ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი და სინქრონული თარგმანის ოთახი. მუზეუმის პროექტირება-მშენებლობა, საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა.