მაშინ, როდესაც საქართველო „ომიკრონის“ გავრცელების შედეგების მოლოდინშია, მსოფლიოში სამხრეთ აფრიკული შტამით ყოველდღიურად ათეულობით ათასი ადამიანი ინფიცირდება. ვირუსის ახალი ვარიანტი უკვე გახდა ათასობით ავიარეისის გადადების ან გაუქმების საფუძველი. მიზეზი ახალი შტამით აეროპორტის თანამშრომელთა ინფიცირებაა. „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობის გამო რამდენიმე ქვეყანაში იზოლაციის ვადების გადახედვაზე მსჯელობენ, პარალელურად ზუსტდება მეოთხე დოზით ვაქცინაციის საკითხიც. ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეოთხე დოზას 60 წლის ასაკიდან მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს გაუკეთებენ.
„ომიკრონის“ მიზეზით შეცვლილი მსოფლიო წესრიგი, – ნახეთ თამთა რუხაძის რეპორტაჟში.