„ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, საფრანგეთი, დანია, – იწყება მკაცრი შეზღუდვების ახალი სერია, რათა, როგორც ამ ქვეყნების ხელმძღვანელობამ განაცხადა, თავიდან აიცილონ ძლიერი მეხუთე ტალღა. რა საინტერესო ხალხია, კი არ ელოდება, რომ ტალღა გაძლიერდეს და მერე დაიწყოს ფიქრი, არამედ ცდილობს თავშივე რაღაცნაირად შეაჩეროს „ომიკრონით“ გამოწვეული ახალი ტალღა. ყველა ქვეყნის შეზღუდვებში მთავარი არის დახურულ სივრცეებში შეხვედრების და მათში მონაწილეთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება ან სულაც აკრძალვა,“ – ამ პოსტის ავტორი ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელია, რომელმაც „მოამბის“ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.