„ომიკრონის“ საფრთხე და ვაქცინაციის მაჩვენებელი

საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღის მოახლოებას პროგნოზირებენ.

სამხრეთ აფრიკული ახალი შტამის გამო ექიმები საკმაოდ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სურათს ელოდებიან. „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის გაორმაგებასაც კი არ გამორიცხავენ. ერთადერთ შემაკავებელ გზად ვაქცინაცია, გამაძლიერებელი ე.წ. ბუსტერ-დოზები და რეგულაციების მკაცრად აღსრულება განიხილება. მოზრდილი მოსახლეობის ნახევარზე მეტი 30-მდე მუტაციის მქონე შტამს აუცრელი ხვდება. ჯერ ისევ არ არსებობს საბოლოო კვლევა და შესაბამისად დასკვნა, თუ როგორი სიმპტომებით ხასიათდება „ბი 11 529“. ფაქტია, რომ ის ისედაც გადადების მაღალი ხარისხით ცნობილ „დელტასთან“ შედარებით, ორ-სამჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება.