„ომიკრონის“ გავრცელების არეალი იზრდება.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა აჭარაშიც, სადაც სამხრეთ აფრიკულმა ახალმა შტამმა თურქეთიდან შეაღწია. ოთხიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, ის ვაქცინირებული არ არის და ერთხელ კორონავირუსის სხვა შტამი უკვე გადატანილი აქვს. გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი შტამის ნაკლებად აგრესიულობის მიუხედავად, მოქალაქეებს მაინც განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ამ ეტაპზე არ არის დამუშავებული მონაცემები იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა „ომიკრონი“ აუცრელებშიც მსუბუქად და რა კვალს ტოვებს ინფექცია მისი გადატანის შემდეგ ორგანიზმში. რაც შეეხება ზოგად ეპიდემიოლოგიურ სურათს, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა მომატებულია და 2 500-ის ფარგლებში მერყეობს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის პროგნოზით, ორ-სამ კვირაში „ომიკრონი“ დომინანტი შტამი გახდება.