„ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე ყოველდღე იზრდება.
დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორია არაერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს. ამ წუთის მონაცემებით, „ბი 11 529“ ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა, პროგნოზები არასაიმედოა. ეპიდემიოლოგები სამხრეთ აფრიკული ახალი შტამის დადასტურებას უახლოეს კვირებში ელოდებიან. მაღალი გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი შტამის დროულად გამოსავლენად და მისგან თავდასაცავად ქვეყანაში პრევენციული ზომები ტარდება. საქართველოში შემოტანილი პისიარ და ანტიგენის სწრაფი ტესტები „ომიკრონის“ დასადასტურებლად საკმარისი არ არის და დამატებით კვლევებს ითხოვს, რის გამოც ქვეყანა უშუალოდ ახალი შტამის დასაფიქსირებლად შექმნილი ტესტების შესყიდვას გეგმავს.