საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ორი დადასტურებული შემთხვევის 26 კონტაქტიდან ნაწილს კოვიდი უკვე დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლა 20-მდე საეჭვო შემთხვევას იკვლევს. გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი და 30-მდე მუტაციის მქონე შტამის გავრცელების შემდეგ, პანდემიის მართვის დღევანდელი პროტოკოლი შესაძლოა შეიცვალოს. ამირან გამყრელიძე ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე ახალი წინადადებებით მივა. სავარაუდოდ, რეკომენდაციებს შორის იქნება რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება და კოვიდ-გადატანილებისთვის მწვანე პასპორტების ვადის განსაზღვრა. ექიმები საქართველოში „ომიკრონის“ დომინანტ შტამად ქცევას იანვრის ბოლოდან პროგნოზირებენ. ჰოსპიტალური სექტორი მძიმე სცენარისთვის ემზადება.