„ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე

საქართველოში „ომიკრონისცირკულირება დაიწყო.

პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეოთხე დღეს სამხრეთ აფრიკული შტამი უკვე 29 ადამიანს დაუდასტურდა. იკვლევენ კიდევ ათეულობით საეჭვო შემთხვევას. საეჭვო ინდიკატორების გამოვლენისთანავე ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება. სპეციალური პისიარ-ტესტები, რომლითაც „ომიკრონის“ იდენტიფიცირება მარტივად ხდება, ქვეყანამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ზოგადი ეპიდემიოლოგიური სურათი კი დასტაბილურებულია. თუმცა, წინა დღეებთან შედარებით მკვეთრად იმატა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. კორონავირუსმა დღეს 68 ადამიანი იმსხვერპლა.