ამერიკის და ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი გზავნილებით დასრულდა.
რამშტაინის ჯგუფის წევრები ომში მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერენ. გამოითქვა კონკრეტული წინადადებებიც. მათ შორის საუბარია ფინანსური დახმარების ახალ პაკეტებზე. ერთიანი პოზიციაა საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივაზეც, რომელიც უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას უშვებს. ამერიკა და ევროპის ქვეყნები ამ წინადადებას მხარს არ უჭერენ. ფრონტის ხაზზე შექმნილი რთული ვითარების ფონზე უკრაინისთვის დროული ფინანსური და სამხედრო დახმარება სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.