ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება

სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა გრძელდება. დღეს გასაუბრების პროცესი სრულდება. კანონმდებლებმა სამ მსურველს უნდა მოუსმინონ, მათ შორის ნაზი ჯანეზაშვილს. თუმცა ის აცხადებს, რომ დეპუტატებთან შეხვედრას და გასაუბრებაზე მისვლას არ აპირებს, მაგრამ კანდიდატურას არ ხსნის.