ინციდენტი „გირჩის“ ოფისში

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პარტია „გირჩის“ ოფისში. პარტიის ლიდერს, იაგო ხვიჩიას ექიმების დახმარება დასჭირდა. მან კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ პარტიის ოფისში მასთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა.