დარგობრივი კომიტეტის სხდომა

კამათი იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. კამათი იაგო ხვიჩიას რეპლიკას მოყვა და მასსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გაგრძელდა, შედეგად ხვიჩიამ კომიტეტი დატოვა. დღესვე „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მეორე მოსმენით იმსჯელებენ. კანონპროექტის გათვალისწინებით, კანონის დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა. ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის.