ომბუდსმენობის კანდიდატების განხილვა

ხმაურით მიმდინარეობს ომბუდსმენობის კანდიდატთა მოსმენა.

პარლამენტს დღეს ნაზი ჯანეზაშვილისთვის უნდა მოესმინა, თუმცა მან ბოლო მომენტში გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ლოიალურად განწყობილი კანდიდატურის ძიების მცდელობა სახელდება, ამ არგუმენტს ჯანეზაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან სახალხო დამცველობის მსურველებისთვის დასმული შეკითხვების შინაარსით ამყარებს. ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის დღევანდელ საქციელს რეგლამენტის დარღვევად მიიჩნევს მმართველი პარტია. ჯერ უცნობია, გავა თუ არა მისი კანდიდატურა საბოლოო კენჭისყრაზე. ხელისუფლების გარდა ჯანეზაშვილს პრეტენზია აქვს ერთადერთი პოლიტიკოსი კანდიდატის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, რომელიც, ჯანეზაშვილისგან გასხვავებით, დღეს გასაუბრებაზე მივიდა და დეპუტატებს საკუთარი ხედვა გააცნო. კენჭისყრის თარიღის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ 90 ხმის მობილიზება და ომბუდსმენობის საერთო კანდიდატზე კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება.