სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს ეხმაურება.
ცვლილებები შედის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და მას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად აფასებს.
სახალხო დამცველის განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ ბოლო მოვლენების, კერძოდ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის ინიციატივების და „აი ისა-ს“ საქმის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ინიციატივების ტენდენცია იკვეთება.