ოლივერ ვარჰეის მილოცვა ირაკლი კობახიძეს

ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. „ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია ქვეყნისთვის, რადგან მისი ხალხი არჩევნებზე მიდის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგში და მის ეკონომიკურ განვითარებაში“, – წერს ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.