საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ირანის პრეზიდენტთან

21:23, 30.07.2024

ირაკლი კობახიძე ირანშია. პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ცერემონია მეჯლისში გაიმართა. თეირანში 70-მდე დელეგაცია ჩავიდა. ინაუგურაციამდე საქართველოს მთავრობის მეთაური ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს პირადად შეხვდა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მსგავსი