ირაკლი კობახიძე ირანშია. პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ცერემონია მეჯლისში გაიმართა. თეირანში 70-მდე დელეგაცია ჩავიდა. ინაუგურაციამდე საქართველოს მთავრობის მეთაური ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს პირადად შეხვდა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.