ცნობილი ქართველი მხატვარი საკუთარ შემოქმედებას კიდევ ერთხელ წარმოადგენს.
ხვალიდან ეროვნული გალერეა ოლეგ ტიმჩენკოს ექსპოზიციას უმასპინძლებს. ცირკის სცენის მიღმა დარჩენილი ემოციები და 13 მეტრში მოქცეული სამყარო – გამოფენისთვის შერჩეულ ნამუშევრებს საერთო თემატიკა და კონცეფცია აერთიანებს.
მხატვარმა, რომელიც ცირკით ბავშობიდან იყო გატაცებული, საკუთარი ხედვა და განცდილი ემოციები ნამუშევრებში გადაიტანა.
ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა ეროვნული გალერეაში ხვალ იხსნება და 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.