უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მონაწილეა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში. „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზაციას შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.