რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში.
კრემლის ლიდერი აფხაზეთში ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას გეგმავს. უკვე ხელმოწერილი ე. წ. მემორანდუმი გადაიარაღების პროცესის მთლიანად რუსეთის მხრიდან დაფინანსებას გულისხმობს. თუმცა დღეს არ დაკონკრეტებულა, რა რაოდენობის თანხა მოხმარდება ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერებას.
კრემლის ნაბიჯის მიღმა ახალ საფრთხეებს ხედავს ოფიციალური თბილისი, რომელიც რუსეთის პირველი პირის გეგმას გაეროს ტრიბუნიდან გააპროტესტებს.
მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებისგან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს.