ოკუპირებულ რეგიონებთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება

გაიზარდა იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომელთა სწავლას განათლების სამინისტრო დააფინანსებს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების სასწავლო გრანტის დასაფარად მთავრობა წელს 4 მილიონ ლარს გამოყოფს. ეს თანხა უმაღლეს სასწავლებლებში 1 800-მდე სტუნდეტის სწავლაზე დაიხარჯება. ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები სახელმწიფოსგან ახლა დასაქმების მიმართულებითაც გააქტიურებას ითხოვენ.