ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება

„საჭიროა სისტემის ცვლილება“- გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ამ სიტყვებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს შეწყვეტილი მანდატის აღდგენის თემა კიდევ ერთხელ გაააქტიურა.

უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე კახა იმნაძემ ვრცლად ისაუბრა, თუ რა მძიმე პრობლემები შექმნა ოკუპირებულ რეგიონებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის შეჩერებამ.

ეუთო-ს მსგავსად, გაერო-ს მანდატის გაგრძელებას 2009 წელს ვეტო რუსეთმა დაადო. მას შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ერთი – ევროკავშირის მისია, ისიც შეზღუდული მანდატით მოქმედებს.

მარიამ მენაბდე არკვევდა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, აქვს თუ არა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში საერთაშორისო მისიების დაშვებას პერსპექტივა.