არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, – ეს იყო მთავარი საკითხები, რაზეც გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ უშიშროების საბჭოზე გამართულ ღია დებატებზე გამოსვლისას ისაუბრა.
სხდომა, რომელზეც გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტურობის ამაღლების გზებს განიხილავდნენ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ნიდერლანდების ინიციატივით გაიმართა.
კახა იმნაძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.